X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები მაია ცქიტიშვილი - ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ იყო უდიდესი ადამიანური და ეროვნული ტრაგედია

მაია ცქიტიშვილი - ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ იყო უდიდესი ადამიანური და ეროვნული ტრაგედია

ძებნა

მაია ცქიტიშვილი - ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ იყო უდიდესი ადამიანური და ეროვნული ტრაგედია

27 სექტემბერი 2018

„ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ იყო უდიდესი ადამიანური დაეროვნული ტრაგედია“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა,  საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
„1993 წლის 27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ეს არის ქართველი და აფხაზი ხალხის ტრაგედია. ომის დროს დაიღუპა ათასობით ადამიანი და ათი ათასობით თავისივე ქვეყანაში დევნილი გახდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობთ, რომ აღვადგინოთ ის ნდობა, რომელიც გვქონდა ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან. ჩვენი ინიციატივები განსაკუთრებით ბოლო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ყველა ის პროგრამა, რომელიც არის მიმართული როგორც ეკონომიკური, ასევე განათლებისა და კულტურის მიმართულებით, ნდობის აღდგენას ემსახურება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ ისევ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, გავამთლიანოთ ის ურთიერთობები, რომელიც გვქონდა და გავხდეთ უფრო ძლიერები” – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.